Sportall.ge დეტალების გასარკვევად სწორედ აღნიშნული სააგენტოს ერთ-ერთ დამფუძნებელ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ჯიღაურმა თავის ყოფილ კლუბ "ორდაბასთან" კონტრატი გაწყვიტა და ახალ გუნდსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.
ხუციშვილმა ასევე გვაცნობა, რომ ჯაბამ "გრენობლთან" 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.
ქართველი ნახევარმცველი ბოლოს ყაზახეთის "ორდაბასში" ასპარეზობდა, იქამდე კი მაკედონიური "ვარდარის" ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება "გრენობლს", გასულ სეზონში ის საფრანგეთის მე-3 ლიგაში თამაშობდა, თუმცა მე-2 ლიგის საგზური მოიპოვა და