გორის "დილამ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
გორის "დილას" ღირსებას ბრაზილიელი ფეხბურთელი ერიკს დე სოუზა სანტოს პერეირა დაიცავს.

ამის შესახებ ინფორმაცია ქართული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

22 წლის მცველმა კარიერა სამშობლოში, "ინტერნაციონალეს" შემადგენლობაში დაიწყო, საიდანაც უკრაინულ "მარიუპოლში" გადაბარგდა, სადაც ამ დრომდე ასპარეზობდა.

მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველობაა, თუმცა თამაში დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული