"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა

AutoSharing Option
"საბურთალომ" ვარჯიში 2 ახალწვეულით განაახლა. ამიშ შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, ახალი სეზონისთვის მზადებას გუშინ "ზესტაფონის" ბაზაზე არსებულ სტადიონზე შეუდგა.

ქალაქელთა შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა. ამიერიდან, კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიცავენ. ამ უკანასკნელს კარგა ხანი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მომჯობინდა და თბილისელთა შემადგენლობაში უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობს.

თარგამაძე ბოლოს უკრაინულ გუნდებში თამაშობდა - "ოლექსანდრიაში", "მარიუპოლში", დონეცკის "შახტარში". 2008-10 წლებში კი გერმანული "ფრაიბურგის" ღირსებას იცავდა. თარგამაძე იყო 19 და
21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, 2011 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებშიც შეაბიჯა.

კარიერის მანძილზე 28 წლის ნახევარმცველმა 19-ჯერ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა და ორჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.

რაც შეეხება დვალიშვილს, რომელსაც როგორც თბილისის, ასევე ბათუმის "დინამოში" უთამაშია, საქართველოში რუსთავის "ოლიმპშიც" ასპარეზობდა. ევროპული კარიერა კი 2008-09 წლებში რიგის "სკონტოში" თამაშით დაიწყო. შემდეგ იყო ჰაიფის "მაკაბი", პოლონეთის "პოლონია", "ლეგია" და "ლეშნა", ასევე უთამაშია დანიის "ოდენსეში".

საკლუბო დონეზე დვალიშვილს 285 მატჩი აქვს ჩატარებული და 111-ჯერ შეძლო გოლის გატანა. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს - ამპლუით ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩიდან 5-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.

საბურთალოელთა შემადგენლობაში სიახლეა ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდა "ლოკომოტივში" იჯარის წესით განათხოვრებული დაჩი ცნობილაძე.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები 25 ივლისს ამხანაგურ მატჩში ლიგა-2-ის ბინადარ "თელავს" დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი რამდენიმე დღეში ოფიციალურ შეხვედრაში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ.

altგიორგი ჭიაბრიშვილი: ცხრილში "საბურთალოს" პოზიცია ალოგიკურია

მკითხველის კომენტარები / 8 /
დვალიშვილი რათ უნდოდა?
ეჰჰ
13:22 20-07-2018
2
არადა რა კარგი შანსი ჰქონდათ ჩემპიონობის
Zorbegi
14:11 20-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული