გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, ახალი სეზონისთვის მზადებას გუშინ "ზესტაფონის" ბაზაზე არსებულ სტადიონზე შეუდგა.
ქალაქელთა შემადგენლობაში რამდენიმე სიახლეა. ამიერიდან, კლუბის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიცავენ. ამ უკანასკნელს კარგა ხანი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მომჯობინდა და თბილისელთა შემადგენლობაში უკვე თვეზე მეტია ვარჯიშობს.
თარგამაძე ბოლოს უკრაინულ გუნდებში თამაშობდა - "ოლექსანდრიაში", "მარიუპოლში", დონეცკის "შახტარში". 2008-10 წლებში კი გერმანული "ფრაიბურგის" ღირსებას იცავდა. თარგამაძე იყო 19 და
კარიერის მანძილზე 28 წლის ნახევარმცველმა 19-ჯერ მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა და ორჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
რაც შეეხება დვალიშვილს, რომელსაც როგორც თბილისის, ასევე ბათუმის "დინამოში" უთამაშია, საქართველოში რუსთავის "ოლიმპშიც" ასპარეზობდა. ევროპული კარიერა კი 2008-09 წლებში რიგის "სკონტოში" თამაშით დაიწყო. შემდეგ იყო ჰაიფის "მაკაბი", პოლონეთის "პოლონია", "ლეგია" და "ლეშნა", ასევე უთამაშია დანიის "ოდენსეში".
საკლუბო დონეზე დვალიშვილს 285 მატჩი აქვს ჩატარებული და 111-ჯერ შეძლო გოლის გატანა. რაც შეეხება სანაკრებო მატჩებს - ამპლუით ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩიდან 5-ჯერ აიღო მოწინააღმდეგის კარი.
საბურთალოელთა შემადგენლობაში სიახლეა ისიც, რომ გუნდს დაუბრუნდა "ლოკომოტივში" იჯარის წესით განათხოვრებული დაჩი ცნობილაძე.
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები 25 ივლისს ამხანაგურ მატჩში ლიგა-2-ის ბინადარ "თელავს" დაუპირისპირდებიან. შემდეგ კი რამდენიმე დღეში ოფიციალურ შეხვედრაში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ.