ქუთაისის "ტორპედომ" სლოვაკი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" 30 წლის სლოვაკი ფორვარდი მილოშ ლაჩნი დაიმატა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქართული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლაჩნიმ "ტორპედოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

30 წლის ფორვარდის ბოლო კლუბი სლოვაკური "ჟილინა" იყო, სადაც 2017/18 წლების სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. მანამდე კი "რუზომბეროკში" (სლოვაკეთი), "შლიონსკიში" (პოლონეთი), "გროდნოში" (ბელორუსი), "დანდი იუნაიტედსა" (შოტლანდია) და პრაღის "სპარტაში" (ჩეხეთი) თამაშობდა.

ლაჩნის ყველაზე კარგი პერიოდი სწორედ "რუზომბეროკს" უკავშირდება, 2015-17 წლებში მანდ 56 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

2009-10 წლების სეზონში კი "ტორპედოს" ახალწვეულმა ჩეხეთის
ჩემპიონატი მოიგო, 2010/11 წელს კი - ქვეყნის სუპერთასიც.

მილოშ ლაჩნის ევროტურნირებზე 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ნაკრებს, იყო სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი უკვე ქუთაისშია და გუნდთან ერთად ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ ლიგიდან გამოვარდით,
ცალ-ცალი გვაქვს კალოში,
ტვინი (ფეხი, ტრ**ი) თუ არ გავანძრიეთ,
ჩვენ გვიშველის მილოშიიი??
:/
ქუთაისელი
20 ივლისი 2018 16:27
6
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
Tbiliseli
20 ივლისი 2018 16:05
1
ის შავკანიანი ფორვარდი გაგექცათ? გადძე ერქვა მგონი :-):-D
სიმართლე
20 ივლისი 2018 16:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული