"სამტრედიის" ყოფილი ლეგიონერი: მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ხელჩართულ ჩხუბს სამჯერ შევესწარი

AutoSharing Option
"სამტრედიის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ვინსენტ ლუკას ვეილმა, რომელიც კლუბმა ზამთარში დაიმატა, ამ ზაფხულს გუნდი დატოვა.

კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა, თუმცა რა იყო ფეხბურთელის მიერ გუნდის დატოვების მიზეზი, უცნობი იყო.

ახლა კი ყველაფერს ფარდა აეხადა. ჰოლანდიურმა გამოცემა voetbal247.nl-მა ვეილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლიდანაც იმ ფრაგმენტს გთავაზობთ, სადაც ფეხბურთელი საქართველოსა და "სამტრედიის" შესახებ საუბრობს.

"სამტრედიაში" ინგლისელი აგენტის მეშვეობით აღმოვჩნდი, რომელიც ჩემთან 2018 წლის იანვარში მოვიდა. მან მითხრა, რომ "სამტრედია" კონტრაქტს მთავაზობდა. მან ასევე მითხრა, რომ გუნდი წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
ითამაშებდა, ხოლო გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კლუბი საკმაოდ ამბიციური იყო და გასული წლების წინსვლის შენარჩუნება სურდათ. კლუბმა, ჩემ გარდა, ბევრი სხვა ფეხბურთელიც დაიმატა. ამიტომ "სამტრედიაში" გადასვლას დავთანხმდი".

28 წლის ნახევარმცველს პირველ თვეს ახალი სახლი არც კი უნახავს. კლუბს საზღვარგარეთ შეკრება ჰქონდა დაგეგმილი.

"როცა საქართველოში ჩამოვედი, მალევე თურქეთში გავემგზავრეთ. იქ დაახლოებით ერთი თვე ვიყავით, რომ ახალი სეზონისთვის მოვმზადებულიყავით. თურქეთში გავიგეთ, რომ პირველ 6-7 თვეს საქართველოს დედაქალაქში გავატარებდით, რადგან ჩვენს სტადიონს რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს. გუნდის უცხოელი ფეხბურთელები ამას ენთუზიაზმით შეხვდნენ, რადგან გაირკვა, რომ სოფელი, საიდანაც იყო გუნდი, პატარა, მოსაწყენი და თანამედროვე ყოფას მოწყვეტილი იყო. როცა საქართველოში დავბრუნდით, მართლაც ძალიან ლამაზი ბინები გვქონდა ქალაქის ცენტრში და ყველაფერი შესანიშნავად იყო. ზუსტად ისაა, რასაც იმ კლუბისგან ელით, რომელიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე თამაშობს".

ვეილის თავგადასავლის შესანიშნავი დაწყება მალე ისეთ რამეში გადაიზარდა, რაშიც ფეხბურთელს მონაწილეობის მიღება არ სურდა.

"თურქეთში უკვე იყო შიდა პრობლემები. ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს ებრძოდნენ. ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა შემდეგ საქმე ცუდად წავიდა. მაშინ დაიწყო პრობლემები. ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ხელჩართულ ჩხუბს სამჯერ შევესწარი. ასევე, დავბრუნდით სოფელში, საიდანაც იყო კლუბი. ძალიან სამარცხვინოა, რომ ყველაფერი აქეთკენ წავიდა, რადგან კლუბმა დიდი ინვესტიციები განახორციელა. გუნდს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, რომ წინ წასულიყო".

კლუბში არსებული პრობლემების გამო ბევრი ისეთი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარ თავს "სამტრედიაში" ვეღარ ხედავდა.

"გუნდი შვიდ ფეხბურთელთან ერთად დავტოვე. ადგილი, სადაც უნდა გვეცხოვრა, არც ისე კარგი იყო და ატმოსფერო ბევრად უარესი იყო, ვიდრე ადრე. შემდეგ ვუთხარი, რომ კონტრაქტის გაწყვეტა მინდოდა. ბედნიერება ავირჩიე და არა კარგი ხელფასი. ბევრ ქვეყანაში მითამაშია, მაგრამ ეს ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო ჩემს კარიერაში".

შეგახსენებთ, რომ ვეილმა, როგორც სხვა ფეხბურთელების უმეტესობამ, კლუბი ივნისის ბოლოს დატოვა. რაც შეეხება "სამტრედიას", გუნდი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ყაზახურ "ტობოლთან" 0:1 დამარცხდა, ხოლო სტუმრად 0:2 წააგო.

ამ მატჩებში გუნდს დროებით გია ცეცაძე წვრთნიდა, რომელიც ევროთასების მატჩების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მორიგი ქართული სირცხვილი
rigiti gulshematkivari
17:36 25-07-2018
1
ესე იფლანგება ჩვენი ფული. ჩვენი გუნდების მენეჯმენტი უმეტესს შემთხვევაში წურბელები არიან. კერძო საკუთრებაში თუ არ გადავიდა კლუბები სულ ასე იქნება.
ნიკა
18:01 25-07-2018
4

სიახლეები პოპულარული