რომან ფიფია: ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, რომან ფიფია "სასამართლოშია გაჩხერილი".

გარდა ამისა, ფიფია გუნდის გაძლიერებაზეც საუბრობს და მაგალითად იაფი აფრიკული ბაზარი მოჰყავს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რეალურად, პოსტსაბჭოეთის ყველა ახალწამოჩიტული გრანდი ასეა - "ასტანაში", "ყარაბაღში", "გაბალაში", "შერიფში"... ამინდს 3-4 ძლიერი ლეგიონერი ქმნის. ანუ მათი საშუალებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია...
- რა თქმა უნდა, თუმცა "შერიფის" მეპატრონეს დიდი ბიზნესი აქვს. მე კი მესამე წელია, ქვეყანაში შემოსავალი არ გამაჩნია. მინდა, ეს ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "დინამოდან" წასვლა გსურთ?

- წასვლა?! ვინ არის ის ადამიანი, ვინც "დინამოში" ამხელა ფულს დახარჯავს?! ლეგიონერების ვერჩამოყვანაზე კრიტიკა მესმის, მაგრამ მე ვერ ვხედავ ადამიანს, რომელიც კლუბს შეინახავს. თუ ასეთს მოძებნით, დავფიქრდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში - როგორც სასამართლოში, ასევე - ფეხბურთში.

* * *
- სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე, როგორც "ყარაბაღი", "გაბალა", "შერიფი" და "ასტანა" აკეთებენ.

- ეს როდის მოხდება?
- დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვხედავ აუცილებლობას, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა ისეთი იაფი ბაზარი, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლა გაუხარდებათ. ასეთი კი აფრიკაშია. მთელი ევროპა და უკრაინა ამ არხზე ზის და ჩვენი ინტერესით არაფერი დაშავდება. რაც მთავარია, ხარისხი ფასს აღემატება. ჩვენთან აქამდე უკუღმა იყო - ფასი ხარისხს აღემატებოდა, ოღონდ აქ ჩისკოს არ ვგულისხმობ. ახლა ამაზე ვმუშაობ, რომ აფრიკიდან კარგი, საინტერესო მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
გულშემატკივარს მივმართავ არ გეჩვენებათ რომ ეს გეგმაზომიერი შეგნებული პოლიტიკა?
ამათი მიზანია დინამო იყოს სულ ასეთ სავალალო დღეში.
ვფიქრობ პოლიტიკაა ჩერეული.
მიზანი ერთია, მოსახეობაში დაამკვიდრონ აზრი , რომ ქართულ ფეხბურთს არ აქვს დამოუკიდებლად არსებობის უნარი მოძმე რუსეთის გარეშე
lasha
27 ივლისი 2018 17:22
3
წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ucnobi
27 ივლისი 2018 13:02
1
კრიტიკა ყოველთვის ადვილია და ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ამ ადამიანმა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ! მისი საუბრები და მსჯელობა საერთოდ აცდენილია რეალობას. ფაქტი ერთია - დინამო საშინელ დღეშია და ამის მიზეზი მისი მფლობელია, რომლის პერიოდშიც გუნდის მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება !
გგგ
27 ივლისი 2018 09:40
0
არ გვინდა შენი დახარჯული და დამადებული ფული! გაყიდე რაც ფული ჩადე და წადი რაა! ედიკა წავიდა შენ რაღა გჭირს! არაა რა ეს ფეხბურთი შენი ბიზნესი....
dinamo
27 ივლისი 2018 10:56
0
რამდენია წელია რაც ფიფია დინამოს პრეზიდენტია? სადღაც 8-9 წელი. მერე თქვე დალოცვილებო, ახლა იწყებთ ფიქრს (არა კონკრეტულ ქმედებებს, არამედ ფიქრს?!?!) იმ გზაზე, სადაც იგივე შერიფი უკვე 10-15 წელია მიდი-მოდის? აქამდე სად იყავით? არ გიფიქრიათ? ეს იმის ბრალია, რომ გუნდის განვითარების სტრატეგიული ხედვა არასდროს გქონიათ და არც ამჟამად გაგაჩნიათ. ამგვარი სტრატეგიები, მხოლოდ ფიქრის შედეგად ჩნდება. თქვენ კი არ ფიქრობთ!
barba
27 ივლისი 2018 09:34
0
გულშემატკივარი უნდა დადიოდეს სტადიონზე მიუხედავად ყველაფრისა, გუნდს შემოსავალი რომ გაუჩნდება მერე შეიძლება მოთხოვნა მილიონების გადახდის. ჩისკო რომ ჩამოიყვანა იმას წელიწადში მილიონ დოლარს უხდიდა ხელფასის სახით. რამდენი შემოსავალი აქვს დინამოს წელიწადში? საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული როცა სტადიონზე 150 კაცი მიდის და ბილეთი 2₾ ღირს?! ხომ უნდა დაფიქრდეთ სანამ რამეს მოითხოვთ? დინამო საქველმოქმედო ორგანზაცია კი არ არის. სტადიონზე ხალხი სანამ არ მივა, მანამდე იქნება ასე. ხალხს 2₾ გადახდა ეზარება და ფიფიას მილონების გადახდას თხოვენ. ეგრე სადა არის ბიძია?
ლუკა
27 ივლისი 2018 06:38
8
მივიდეს და რას უყუროს? როგორ სწავლობენ ფეხბურთის თამაშს? სტადიონზე ფეხბურთს არ თამაშობენ ესენი, მე ბათუმელი ვარ და სულ დავდივარ ბათუმის თამაშზე მეორე ლიგაში თან. ამიტომ ჯობია ჯერ საქმე გააკეთოს გუნდმა და მერე გულშემატკივარს მოთხოვოს მისვლა რაც საჭირო არ იქნება ისედაც მივა საყურებლად გულშემატკივარი.
roma
27 ივლისი 2018 10:36
0
დინამოს ხომ ყველასთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს ყველა ასპექტში და ლოგიკურია შედეგიც სხვებზე უკეთესი უნდა ქონდეს მაგრამ რეზულტატი იგივე აქვს რაც სხვებს. ყველა მეტნაკლებად ერთ დონეზეა. რაც დღეს ფეხბურთში ხდება ბიზნესი უფროა ვიდრე სპორტი. ასე უპერსპექტივოდ ვიქნებით დიდხანს რადგან ვინც რამეს წყვეტს ფეხბურთში მათთვის პირველხარისხოვანი ფულია.
David
26 ივლისი 2018 22:44
0
ყველაფერში რატომ ვიგვიანებთ, მაგი 8-10წლის უკან იყო გასაკეთებელი...ერთი სელექციას ვინ აწარმოებს დინამოში მაინტერესებს.ერთი ნორმალური ლეგიონერი რომ ვერ ჩამოიყვანეთ ამდენი ხნის განმავლობაში.
კახა ქირია
26 ივლისი 2018 20:50
0
მესამე წელია შემოსავალი არ მაქვსო ...
როცა გქონდა შემოსავალი რუსთავის აზოტიდან ხო რას ამბობ დინამო ააყვავე რა ... გეყო ფიფიავ ამდენი სიცრუე , გაიტანე დინამო აუქციონზე და გამოჩნდება მყიდველი
დათო რუსთავიდან
26 ივლისი 2018 17:21
1
იყიდე გაყიდე,ქარვასლაა.რაც იცის იმას კი აკეთებს რა გინდათ.
cheroeli
26 ივლისი 2018 16:29
2
თავისუფალი აგენტის სახით გინდათ დამატება ფეხბურთელების და იმიტომ არ მოდიან გადაიხადეთ აბა ფული თუ არ წამოვლენ როგორც ჩისკო
roma
26 ივლისი 2018 16:25
0

სიახლეები პოპულარული