რა ხდება "სამტრედიაში" - გია ცეცაძე მწვრთნელად რჩება, მაგრამ როდემდე?

AutoSharing Option
"სამტრედიას" მთავარ მწვრთნელად ჯერჯერობით კვლავ გია ცეცაძე რჩება. ამის შესახებ Sportall.ge-ს კლუბის პრესსამსახურის უფროსმა მარიამ შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გუნდმა სფფ-ს თხოვნით მიმართა, რომ 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცი "სამტრედიას" ეროვნულ ლიგაშიც დახმარებოდა.

შალამბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ კლუბის ადმინისტრაციის სურვილი და მიზანია, ცეცაძემ მუშაობა გრძელვადიანი ხელშეკრულებით განაგრძოს, თუმცა ეს უკვე მწვრთნელსა და სფფ-ზეა დამოკიდებული.

კითხვაზე, თუ რა ვადებში უნდა დაუბრუნდეს გია ცეცაძე 21-წლამდელთა ნაკრებს და განაახლოს მუშაობა, შალამბერიძემ გვითხრა, რომ კონკრეტული ვადები დასახელებული არ არის.

Sportall.ge თავად გია ცეცაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა
კლუბში გვითხრეს, რომ ის მატჩის წინ კომენტარს არ გააკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ სფფ-სა და "სამტრედიას" შეთანხმებით, გია ცეცაძეს კლუბი ევროსარბიელზე უნდა გაეწვრთნა, რის შემდეგაც ახალგაზრდულ ნაკრებს დაუბრუნდებოდა.

ის ჯერჯერობით გუნდში რჩება და დღეს თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩში მთავარი მწვრთნელი სწორედ ის იქნება.

21-წლამდელთა ნაკრებს კი ევროშესარჩევის მორიგი მატჩი 7 სექტემბერს ლიტვაში ელით.

alt"სამტრედიას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩებში გია ცეცაძე გაწვრთნის

altგია ცეცაძე: შეგვეძლო გოლის გატანა, მერე მეორე გოლი გავუშვით და თამაშმა აზრი დაკარგა

altგია ცეცაძე: ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული

alt"სამტრედია" კიდევ ერთმა ლეგიონერმა დატოვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამტრედიას პრესსამსახურში იმდენი თანამშრომელია რომ ეს გოგონა უფროსის თანამდებობასაც ატარებს?:) გააძლიერონ კლუბი არ იქნება ცუდი, ეროვნულ ლიგას კონკურენცია სჭირდება
გურამი
17:05 04-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული