ეროვნული ლიგა. XX ტური: "ჩიხურამ" გორში "დილას" 3:1 სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-20 ტურში საჩხერის "ჩიხურამ" გორში "დილა" 3:1 დაამარცხა.

ამ ეტაპზე "ჩიხურა" აშკარად უკეთეს ფორმაშია და ეს დღევანდელ შეხვედრაში თვალსაჩინო გახლდათ. პირველ ტაიმში ბუღრიძემ და გაბედავამ დალაშქრეს ბეგაშვილის კარი, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კი სცადეს თამაშის შემოტრიალება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

90-ე წუთზე  გორელთა ბრაზილიელი ახალწვეულის სანტოსის ავტოგოლით საჩხერელები 3:0 დაწინაურდნენ, ხოლო კომპენსირებულ დროში საჯარიმოს შორეულ კუთხესთან გოგუა წაიქცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ კახაბრიშვილმა თამაშის წესები დაარღვია და ლეანდრომ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - ჩიხურა 1:3
გოლები: 0:1
ირაკლი ბუღრიძე (17), 0:2 გიორგი გაბედავა (35), 0:3 ერიკს სანტოსი (90, საკ. კარში), 1:3 ლეანდრო რიბეირო (90+5)

დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), (გურამ სამუშია 68), დავით რაჟამაშვილი, გიორგი კორიფაძე, პა ომარ ბაბუ (გაიარა ჯუფი 46), ისიფუ ლემპტი (გოგიტა გოგუა 46), ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი (დენის დობროვოლსკი 89), გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (გიორგი ბუხაიძე 88), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი (კახა კახაბრიშვილი 81)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ გუნდს იქ მოუგეთ 3-0 სულ ცოტა ხნის წინ და ამ მოკლე დროში ასე გუნდმა გაჯობოს წარმოუდგენელია.ფაქტია საჩხერე პროგრესირებს ჩვენი გუნდი აშკარად ანტი ფეხბურთს თამაშობს ეს ბოლო თამაშებშიც აისახა.ყველა რგოლი სუსტად იყო დაწყებული მეკარიდან. ორი ფეხბურთელი შედარებით კორიფაძე და გოგუა. ვინც სწორად მუშაობს გუნდის შენებაში თამაშიდან გამოჩნდა. ისეთი წარმოდგენა დამრჩა თითქოს არც ერთმა ფეხბურთელმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ და როგორ ეთამაშათ.ყველა თამაშს ვესწრები და დარასელიას რეპლიკები მაოცებს რეებს კარნახობს საეროდ გაუგებარია.გუნდი აგებს და გულშემატკივრებს მოგვიტრიალდა და მოდით და თქვენ ჩამოიყვანეთ ფეხბურთელებიო ირონიოლი და დამცინავი ღიმილით უპასუხა ლეგიონერების თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივარს. იმის მაგივრად თამაშში რამე უკეთესებისკენ შეცვალო დგეხარ იქ და ჩვენთან ტლიკინებ.ისე გირსები კი არიან ყველაფრის ვინც შენ გუნდს და ფეხბურთს განდობს მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ.სასწრაფოდ უნდა მოვთხოვოთ გულშემატკივარს ხელმძღვანელობამ დროზე მიიღონ ზომები სანამ ჯერ კიდევ ადრეა!ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი დანაპირები როცა მოხვედით გუნდში და ნება იბოზეთ და შეასრულეთ!!!
Dragonfly
10:21 13-08-2018
0
რისთვის ჩამოყავთ ეს ყოვლად უვარგისი ლეგიონერები
ალეკსანდრე
02:32 13-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული