ამ ეტაპზე "ჩიხურა" აშკარად უკეთეს ფორმაშია და ეს დღევანდელ შეხვედრაში თვალსაჩინო გახლდათ. პირველ ტაიმში ბუღრიძემ და გაბედავამ დალაშქრეს ბეგაშვილის კარი, შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კი სცადეს თამაშის შემოტრიალება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
90-ე წუთზე გორელთა ბრაზილიელი ახალწვეულის სანტოსის ავტოგოლით საჩხერელები 3:0 დაწინაურდნენ, ხოლო კომპენსირებულ დროში საჯარიმოს შორეულ კუთხესთან გოგუა წაიქცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ კახაბრიშვილმა თამაშის წესები დაარღვია და ლეანდრომ პენალტით პრესტიჟის გოლი გაიტანა.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - ჩიხურა 1:3
გოლები: 0:1
დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), (გურამ სამუშია 68), დავით რაჟამაშვილი, გიორგი კორიფაძე, პა ომარ ბაბუ (გაიარა ჯუფი 46), ისიფუ ლემპტი (გოგიტა გოგუა 46), ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ლეანდრო რიბეირო
მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი (დენის დობროვოლსკი 89), გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (გიორგი ბუხაიძე 88), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი (კახა კახაბრიშვილი 81)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე