შენგელიამ ბოლო სამი სეზონი ბელგიურ "ტუბიცეში" გაატარა, 2017 წელს კი იჯარით სამხრეთკორეულ "დაჯეონ სიტიზენში" თამაშობდა.
შენგელიას სამშობლოში გორის "დილას", ქუთაისის "ტორპედოს" და ფოთის "კოლხეთის" რიგებში უასპარეზია. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.
ფეხბურთელსა და ქართულ კლუბს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა. შენგელია დედაქალაქურ კლუბში 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.