ეროვნული ლიგა. XXII ტურის წინ: "ლოკომოტივი" ხასიათის გამოკეთებას "ჩიხურასთან" შეეცდება

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგის XXII ტურის ორი მატჩი გაიმართება.

თბილისის "ლოკომოტივი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. "ლოკომოტივმა" წინა შეხვედრა თბილისურ დერბიში "დინმოასთან" წააგო და ხასიათის გამოკეთებას საჩხერლებთან შეეცდება, რაც იოლი ამოცანა არ იქნება, რადგან "ჩიხურა" ბოლო 4 მატჩია არ მარცხდება, აქედან სამში კი სულაც გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი "რუსთავი" თბილისის "საბურთალოს" 20:00 საათზე დაუპირისპირდება. "საბურთალო" ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერია.

დარჩენილი ორ მატჩი ხვალ 26 აგვისტოს გაიმართება. თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩი კი ქუთაისელების ევროთასების გამო გადადებულია.

26 აგვისტო
სამტრედია-კოლხეთი 17:00
დილა-სიონი 19:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული