ცეცაძე, რომელმაც იმერული კლუბი ევროტურნირებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიბარა, პარალელურად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ამიტომ ფეხბურთის ფედერაციამ მას "სამტრედიის" გაწვრთნის უფლება არ მისცა.
განახლება: fc.samtredia.com-ის ინფორმაციით, დარასელიამ გუნდი ოფიციალურად დღეს ჩაიბარა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის" - გვითხრეს "სამტრედიის" პრესსამსახურში.
გიორგი დარასელია იმერული კლუბის მეოთხე მწვრთნელი იქნება ამ სეზონში. წარსულში იგი გორის "დილას" და ქუთაისის "ტორპედოს" წვრთნიდა.
დღეის მდგომარეობით, "სამტრედიას" 23 ტურის შემდეგ 13 ქულა
სფფ-მ ცეცაძეს შეთავსებით "სამტრედიაში" მუშაობის გაგრძელების უფლება არ დართო
ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "ტორპედომ" "სამტრედიას" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა