ეროვნული ლიგა. XXV ტური: "კოლხეთმა" 13-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "კოლხეთმა" "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხა.

უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მასპინძლები კი თავს კარგად იცავდნენ და შეცვლაზე შესულმა პატერსონ კაბორემ კომპენსირებულ დროში პენალტი მოინადირა, რომელიც კირილო დოროშენკომ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს "კოლხეთმა" 13 ტურის წინ გაიმარჯვა უკანასკნელად ჩემპიონატზე და მაშინაც "ლოკოს" სძლია.

ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი - ლოკომოტივი 1:0
გოლი: კირილო დოროშენკო (90+1, პენ)

კოლხეთი (3-4-1-2): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო, მურად აფხაზავა, იმედა აშორტია (პატერსონ კაბორე 76), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (თამაზ შალიკაშვილი 61), ლაშა ხატიაშვილი,
ლუკა იმნაძე (კ) (გიორგი დუმბაძე 90+3), ვალიკო ტყემალაძე, დავით მთივლიშვილი

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (უილიამ ჯონი 60), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, ზურიკო დავითაშვილი (რევაზ ინჯგია 80), უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (რატი არდაზიშვილი 73), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 2 /
საიდან დაინახა ნონიკაშვილმა პენალტი?????40 მეტრიდან თუ ეგ ხედავს დარღვევას მაშინ ლოჯიდან იმსაჯოს.
melua222
11:08 22-09-2018
0
ეგ თუ 11მეტრიანი იყო ნონიკაშვილოოო მანამდე რააიყო ფოთის კარში??სირცხვილია უკვე ლოკომოტივს უკვე მეორედ უკეთებ ესეთ აბსურდულ 11 მეტრიანებს,ამას არავინ ხედავს რახდება და რა არაა?
koko
22:20 21-09-2018
6

სიახლეები პოპულარული