მოგეხსენებათ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია,და ფულადი ჯარიმა, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 ათასი
ტრიბუნალმა საფეხბურთო კლუბის საქმის განცილვამდე ცოტა ხნით ადრე განიხილა ფეხბურთელების სარჩელი და 4 მათგანთან მიმართებაში დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეცვალა, ხოლო ფულადი ჯარიმები ძალაში დატოვა. რაც შეეხება ერთ-ერთ ფეხბურთელს - ლაშა გოგონაიას, მასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში.
სპორტული ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ზურაბ ბიწაძემ, არ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი, უცვლელი დატოვა კლუბისთვის დაკისრებული სანქციები ჯარიმისა და სატურნირო ცხრილში ქულების დაკლების ნაწილში და ამასთანავე კლუბს დამატებით დაუწესა პირობითი სპორტული სანქცია, დისკვალიფიკაცია 1 წლის ვადით. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა