ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ტორპედომ" თბილისში ლიდერი "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "ტორპედომ" "საბურთალო" 3:0 დაამარცხა.

ქუთაისელებმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და გათამაშების ლიდერთან შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს.

"ტორპედომ" მეტოქე დაჯაბნა და მისი მოგება სრულიად დამსახურებული გახლდათ. ისიც აღსანიშნავია, რომ უკანაკნელ 4 მატჩში ამ გუნდს გოლი არ გაუშვია.

მოკლედ, დღეს ლიდერებმა ქულები დაკარგეს.

"საბურთალო" "დინამოს" 4 ქულით უსწრებს და თანაც, "დინამოს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ტორპედო" 37 ქულით მე-5 ადგილზეა და 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 გიორგი ქიმაძე (14), 0:2
თორნიკე კაპანაძე (75), 0:3 არფანგ დაფე (84)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი (ნიკოლოზ მალი 69), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (სანდრო ალთუნაშვილი 63), გაგი მარგველაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (78), გიორგი დიასამიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), მათე ცინცაძე, თორნიკე კაპანაძე (მილოშ ლაჩნი 85), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე (არფანგ დაფე 84) , გიორგი ქიმაძე (მარეკ ჰლინკა 73), ლაზრ მარინი, მამუკა კობახიძე, მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ გუნდს 3-4 ნორმალური დონის იგროკები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და გაისად ევროპა ლიგის ჯგუფს დადებს ერ: ლიგის ჩემპიონს ბრძოლის გარეშე ფაქტიურად ეზოს გუნდივით მოუგო ყველა კომპონენტში დაჯაბნა გუნდი ფორმაში შევიდა და არამგონია ამ ეტაპზე რომელიმე ქართულმა გუნდმა შეაჩეროს ქუთაისელები უბრალოდ ბრავო
Anj. Antey
21:35 23-09-2018
11
საბურთალო სარკეში ჩაახედეს ქუთაისელებმა. ზოგს შეიძლება ეგონა რომ საბურთალო უფრო კლასნი გუნდია მაგრამ რეალურად უბრალოდ რამოდენიმე ტალანტის ყავთ რომლებიც თუ არ იშრომებენ ვერ განვითარდებიან . თუ რამეს სურს რომ მიაღწიოს საბურთალომ მეტი მუშაობა მოუწევთ .
გიოსვანი
00:30 24-09-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული