ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ტორპედომ" თბილისში ლიდერი "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "ტორპედომ" "საბურთალო" 3:0 დაამარცხა.

ქუთაისელებმა მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და გათამაშების ლიდერთან შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს.

"ტორპედომ" მეტოქე დაჯაბნა და მისი მოგება სრულიად დამსახურებული გახლდათ. ისიც აღსანიშნავია, რომ უკანაკნელ 4 მატჩში ამ გუნდს გოლი არ გაუშვია.

მოკლედ, დღეს ლიდერებმა ქულები დაკარგეს.

"საბურთალო" "დინამოს" 4 ქულით უსწრებს და თანაც, "დინამოს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ტორპედო" 37 ქულით მე-5 ადგილზეა და 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 0:3
გოლები: 0:1 გიორგი ქიმაძე (14), 0:2
თორნიკე კაპანაძე (75), 0:3 არფანგ დაფე (84)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი (ნიკოლოზ მალი 69), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (სანდრო ალთუნაშვილი 63), გაგი მარგველაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (78), გიორგი დიასამიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), მათე ცინცაძე, თორნიკე კაპანაძე (მილოშ ლაჩნი 85), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, ლევან კუტალია, გრიგოლ დოლიძე (არფანგ დაფე 84) , გიორგი ქიმაძე (მარეკ ჰლინკა 73), ლაზრ მარინი, მამუკა კობახიძე, მერაბ გიგაური

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ გუნდს 3-4 ნორმალური დონის იგროკები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და გაისად ევროპა ლიგის ჯგუფს დადებს ერ: ლიგის ჩემპიონს ბრძოლის გარეშე ფაქტიურად ეზოს გუნდივით მოუგო ყველა კომპონენტში დაჯაბნა გუნდი ფორმაში შევიდა და არამგონია ამ ეტაპზე რომელიმე ქართულმა გუნდმა შეაჩეროს ქუთაისელები უბრალოდ ბრავო
Anj. Antey
23 სექტემბერი 2018 21:35
11
საბურთალო სარკეში ჩაახედეს ქუთაისელებმა. ზოგს შეიძლება ეგონა რომ საბურთალო უფრო კლასნი გუნდია მაგრამ რეალურად უბრალოდ რამოდენიმე ტალანტის ყავთ რომლებიც თუ არ იშრომებენ ვერ განვითარდებიან . თუ რამეს სურს რომ მიაღწიოს საბურთალომ მეტი მუშაობა მოუწევთ .
გიოსვანი
24 სექტემბერი 2018 00:30
4
"ტორპედოს" სრული უპირატესობა ჰქონდა. ანგარიში სეიძლება უფრო დიდიც ყოფილიყო. "რეხოს" გარეშე, "საბურთალოს" დაცვა, მოშლილია...
tngh
24 სექტემბერი 2018 10:46
0
ეს შეკრებაზე არ წასვლის ბრალია,გუნდი ამ წრეში უკა მიდის და ფორმიდან ვარდება.შეცვლებიც არმგონია სწორი ყოფილიყოს.მთავარი კი ის არის რომ რამდენიმე ფეხბურთელი თავს დახრის და არ აძლევს პასს თანაგუნდელს,ჰგონიათ თუ ბევრს იჯახირებენ უცხოეთში გაიყიდებიან.გაიხსენეთ 1და2წრე,როგორ აგორებდნენ ბურთს და რა დროული პასები ჰქონდათ.სანამ გვიან არ არის ჭიამ კატეგორიულად მოსთხოვოს ყველას პასებით თამაში!საბურთალო წინ!
saburtalo fan
24 სექტემბერი 2018 09:25
0
რატომ არ წერთ ეროვნული ლიგა 2-ის შესახებ?მეტი გაშუქება უნდა ხდებოდეს ამ ტურნირის.
რუსლანი
24 სექტემბერი 2018 13:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული