ეროვნული ლიგა. XXVII ტური: ფოთის "კოლხეთი" და ქუთაისის "ტორპედო" ფრეზე გაიყარნენ

AutoSharing Option
ფოთში პარკი არენაზე ერთმანეთს "კოლხეთი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფრე 0:0 მორჩა.

შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, თუმცა დასკვნით ფაზამდე ვერ ახერხებდნენ შეტევების მიყვანას. რამდენიმე კარგი მომენტი ფოთელებსაც ჰქონდა, თუმცა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ანგარიშის შეცვლა.

ფოთელები ამ ეტაპზე ბოლო ადგილზე არიან, ხოლო ქუთაისელებმა ამ ფრით მეოთხე ადგილზე აინაცვლენ და უშუალო კონკურენტებთან შედარებით რამდენიმე მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ფოთის "კოლხეთი": დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, კირილო დოროშენკო (თამაზ შალიკაშვილი 65'), მურად აფხაზავა (დავით მთივლიშვილი 46'), იმედა აშორტია (ლუკა
მახარაძე 87'), ლაშა ხატიაშვილი, პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე, სტანისლავ პრიჩინენკო, ვალიკო ტყემალაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

ქუთაისის "ტორპედო": როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური (მილოშ ლაჩნი 60'), ლევან კუტალია (დავით ხურცილავა 79'), გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე (არფანგ დაფე 27'), თორნიკე კაპანაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული