ანგარიში ვაგნერ გონსალვეშის პასით გიორგი დიასამიძემ გახსნა და სტუმრები დააწინაურა. დავით კირკიტაძის პასით კი ბიძინა მახარობლიძემ გაათანბრა. თუმცა დიასამიძემ პირველივე ტაიში დუბლი გაიფორმა და "საბურთალო" წინ გაიყვანა. მახარობლიძე დიასამიძეს არ ჩამორჩა და 38-ე წუთზე ანგარიში გაათანბრა. გამარჯვების გოლი კი გიორგი კოხრეიძემ 74-ე წუთზე გაიტანა.
"სიონმა" უკვე ზედიზედ მესამე მატჩი წააგო ეროვნულ ლიგაში, ხოლო "საბურთალო" ბოლოს 3 მატჩში 7 ქულა აიღო.
სიონი-საბურთალო 2:3
გლები: 0:1, 1:2 გიორგი დიასამიძე (11, 27), 1:1, 2:2 ბიძინა მახარბლიძ (18, 38), 2:3 გიორგი კოხრეიძე (74)
სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა ლეჟავა, გიორგი დათუნაიშვილი, ზვიად სიხარულია
მთ. მწვრთბელი: თეიმურაზ შალამბერიძე
საბურთალო. 4-2-1-3: ლაზარე კუპატაძე, ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი