7 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორში "დილასა" და "ტორპედოს" მატჩი უგოლოდ დასრულა.
33-ე წუთზე ლაჩნიმ დ გადრანმა იჩხუბეს და მსაჯმა ორივე გააძევა.
სტუმრებს ორი კარგი მომენტი ჰქონდათ: ცინცაძის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო კომპენსირებულ დროში კუტალიას გოლის გატანა მეკარე გუგეშაშვილმა არ დაანება.
ამ ფრის შემდეგ "ტორპედოს" 45 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, თანაც 2 მატჩი აქვს გამოტოვებული და შეუძლია მნიშვნელოვნად წაიწიოს სატურნირო ცხრილში, მითუმეტეს ბოლო პერიოდში მისი კარგი თამაშის გათვალისწინებით. რაც შეეხება "დილას", 49 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
დილა - ტორპედო 0:0
გაძევება: მილოშ ლაჩი (33), გიორგი გადრანი (34)
დილა (4-1-2-3): ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, გიორგი კორიფაძე, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი (გია ჩადუნელი 36), გოგიტა გოგუა (ლუკა რაზმაძე 87), ლევან ნონიკაშვილი (კ), ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი, გაირა ჯუფი (ნოდარ ქავთარაძე 72)
მთ. მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ტორპედო (4-1-4-1): როინ კვასხვაძე (კ), დავით ხურცილავა, ოლეკსანდრ აზაცკი, გიორგი ქიმაძე (თორნიკე კაპანაძე 76), ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე (გიორგი კუხიანიძე 84), არფანგ დაფე, მარეკ ჰლინკა (მერაბ გიგაური 57), ლევან კუტალია, მილოშ ლაჩნი
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი