შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას კობიაშვილი და იაშვილიც მიიღებენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ვეტერან ფეხბურთელ შოთა ბაბუნაშვილს ფეხბურთიდან 19 ოქტომბერს გააცილებენ.

როგორც ქუთაისური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე და სხვა ფეხბურთელები მიიღებენ.

"ტორპედოს" შემდეგ წარუმატებელი კარიერა ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ჩემი ოცნება "ტორპედოში" დაბრუნება იყო, რადგან ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია. ვოცნებობდი, დაბრუნების შანსი მომცემოდა... მინდოდა, ისევ აქ მეთამაშა და კარიერაც აქ დამესრულებინა!
ეს ოცნება ამიხდა, თანაც ისე, რომ "ტორპედოსთან" ერთად კიდევ სამი ტიტული მოვიგე. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი ზრდას
გააგრძელებს და კიდევ ბევრ ტიტულს მოიგებს", - განაცხადა შოთა ბაბუნაშვილმა.

შოთა ბაბუნაშვილს მთელი კარიერა საქართველოში აქვს გატარებული, ნახევარი სეზონის განმავლობაში კი ბედი ისრაელის ჩემპიონატშიც სცადა.

37 წლის ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18: საათზე გაიმართება.

alt19 ოქტომბერს შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება

მომზადებულია ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული