ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "დინამო" - "ჩიხურა" 1:4 "საბურთალოს" სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში "ჩიხურამ" თბილისში 4:1 "დინამო" დაამარცხა. ჰეთ-თრიკი გაბედავამ შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 20 გატანილი გოლია.

"დინამომ" მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა, სარდალიშვილის გოლითა და გაბედავას დუბლით 70-ე წუთამდე 0:3-ს აგებდა, შემდეგ კი მხოლოდ  ანგარიშის შემცირება მოახერხა. მეტი ვერ შეძლო, ვინაიდან უილაჯოდ უტევდა და ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაუშვა.

მოკლედ, "დინამომ" ლიდერ "საბურთალოს" წაფორხილება ვერ გამოიყენა, დამარცხდა და ახლა ლიდერს უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ჩიხურა 1:3
გოლები: 0:1 მიშიკო სარდალიშვილი (11), 0:2 გიორგი
გაბედავა (46), 0:3 გიორგი გაბედავა (51), 1:3 ლევან შენგელია (70), 1:4 გიორგი გაბედავა (90+3)

დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), დავით კობოური, ლევან ხარაბაძე (ლუკა ლოჩოშვილი 61), გიორგი კუცია (მიხეილ ერგემლიძე 53), აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი, ლევან კაკუბავა, დავით მეგრელიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი გაბედავა (კ), ირაკლი ლექვთაძე (გიორგი ბუხაიძე 89), ირაკლი ბუღრიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახა კახაბრიშვილი (დენის დობროვოლსკი 83)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილად იმსახურებს 1 შანს ეს კაცი.
ჯონი
01:09 12-11-2018
0
გამოიძახეთ გაბედავა ნაკრებში, ის ნამდვილად იმსახურებს, დარწმუნებული ვარ ბოლომდე იბრძოლებს ნებისმიერ ვითარებაში.
ალექსი
23:23 11-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული