თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ჩიხურასთან" დამარცხების (1:4) თბილისის "დინამოს" მწვრთნელი კახა კაჭარავა გადააყენეს და მის ნაცვლად ზაურ სვანაძე დანიშნეს.

"კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა", - იუწყება "დინამოს" საიტი.

სვანაძე აქამდე კაჭარავას თანაშემწე იყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვისაც დინამო გიყვართ, მოდით რაიმე სახის აქცია მოვაწყოთ. არ შეიძლება ამდენის ატანა, რეალურად დავანახოთ ამ კაცს რომ არსებობს ხალხი ვისაც დინამოს ბედი აღელვებს. მივიდეთ ბაზასთან და მოვთხოვოთ ფიფიასთან შეხვედრა. გაცოფებული ვარ! რას დაამგვანა ამ .ლემ ჩვენი გუნდი!!! ძალიან გთხოვთ იქნებ მოვახერხოთ რაიმე, არ შეიძლება ესე ჩუმად ყოფნა. ან მომდევნო თამაშის დროს სტადიონზე მოვაწყოთ აქცია და მოვითხოვოთ ამ დებილის წასვლა. მივმართოთ ტელევიზიებს, სპორტულ ჟურნალისტებს გაშუქდეს ეს პრობლემა... არ ვიცი სხვა ჩვენ რა შეგვიძლია. გთხოვთ მარტო კომენტარები არ უშველის ამ საქმეს, ქმედითი ნაბიჯებია საჭირო!!!
გიორგი.ჯ
03:00 12-11-2018
8
კაჭარავა სანატრელი გაგვიხდება. აშკარად ჩანს, რომ ფიფიამ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მაგივრად დინამო საშუალო დონის ქართულ კლუბად დააქვეითა. დინამო ფიფიას ხელში დარჩა წამგებიან, წარუმატებელ ორგანიზაციად. ევროსარბიელზე წარმატებაზე ოცნებაც აღარ არის, იქ შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდეს წელს გუნდი. ახალი სერიოზული ინვესტორის მოსვლის დროა დინამოში!
ლუკა
02:07 12-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული