ეროვნული ლიგების პლეი-ოფების თარიღები ცნობილია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პლეი-ოფების ჩატარების თარიღები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ლიგის "ფეისბუქი" ავრცელებს.

ეროვნული ლიგა ჯერ არ დასრულებულა (1 ტური დარჩა), თუმცა ლიგიდან გავარდნილი და პლეი-აუტში მონაწილე გუნდების ვინაობა უკვე ცნობილია.

ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგიდან გავარდა და მის ადგილს ბათუმის "დინამო" დაიკავებს.

მე-8 პოზიცია დაიკავა ბოლნისის "სიონმა" და 12 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსან "გაგრას" სტუმრად შეხვდება. საპასუხო მატჩი 15 დეკემბერს გაიმართება.

მე-9 პოზიციაზე "სამტრედია" ეროვნულ ლიგა 2-ის მეორეადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" ამავე რიცხვებში შეხვდება.

11 და 14 დეკემბერს პლეი-ოფები ეროვნული
ლიგა 2-სა და ეროვნული 3-ის წარმომადგენლებს შორის გაიმართება.

10 და 13 დეკემბერს კი პლეი-ოფები ეროვნული ლიგა 3-ისა და რეგიონული ლიგის წარმომადგენლებს შორის ჩატარდება.

alt"საბურთალოს" ჩემპიონის ფარი და ოქროს მედლები გადაეცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული