ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩი: "სიონმა" მოიგო და შინ ერთბურთიანი უპირატესობით მიდის

AutoSharing Option
12 დეკემბერს "გაგრამ", ეროვნული ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში, ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა.

"სიონმა" მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე ვილი ისიანმა დათო კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. 70-ე წუთზე "გაგრას" გოლის გატანის კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ "სიონმა" ანგარიში შეინარჩუნა და შინ ერთგვარი ფორით მიემგზავრება.

საპასუხო მატჩი 15 დეკემბერს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 13:00 საათზე გაიმართება.

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
გაგრა-სიონი 0:1
გოლი: 0:1 ვილი ისიანი (64)

გაგრა. 4-1-4-1: ვადიმ შევჩუკი, ვასილ ხოსიტაშვილი, გიგა სამხარაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ივანე
ხაბელაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, რატი კაკიაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ერეკლე კილაძე, ერეკლე სულთანიშვილი

მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, დათო კირკიტაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა ლეჟავა, გივი ხეცურიანი, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიბატონო ხელით არ უთამაშიაო და არ დებენ ეგეთ 11მეტრიანს მსაჯები რაც გასაგებია,მაგრამ სუფთა წითელი ხოიყო სპანდერაშვილზე??გაგრა დაჩაგრა დღეს მსაჯმაა,და ამას რაეშველება?20წუთიდან 10 კაცი უნდა ყოფილიყო სიონი,
ამიკო
20:36 12-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული