ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩი: "სამტრედია" და "ვიტ ჯორჯია" დაზავდნენ - ყველაფერი მცხეთაში გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 დეკემბერს, ეროვნული ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი "სამტრედიასა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის 2:2 დასრულდა.

ქუთაისში წვიმდა, მოედანი მძიმე იყო, რაც გუნდებს თამაშში ხელს უშლიდა. პირველ ტაიმში ანგარიში "სამტრედიას" თავდამსხმელმა ფანცულაიამ გახსნა. მეორე ტაიმში უფრო სახიფათოდ "ვიტ ჯორჯია" უტევდა. ჯერ შეცვლაზე შესულმა მაისურაძემ ისარგებლა მცველების შეცდომით და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ კუთხურზე ჩაწოდებულ ბურთზე ყველას მცველმა გეთიაშვილმა დაასწრო და თავურით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი.

ამას გარდა, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებმა სამჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ კომპენსირებულ დროში ფანცულაიამ
მოახერხა მეორე გოლის გატანა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საპასუხო მატჩი 15 დეკემბერს მცხეთაში გაიმართება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
სამტრედია - ვიტ ჯორჯია 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ფანცულაია (22), 1:1 ნიკოლოზ მაისურაძე (58), 1:2 გიორგი გეთიაშვილი (69), 2:2 გიორგი ფანცულაია (90+3)

სამტრედია (5-2-3): დავით კუპატაძე, გიორგი გურული, ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია, ჯემალ გოგიაშვილი, ჯაბა ლიპარტია, შოთა კერძევაძე (კ), ავთო ენდელაძე, ბექა ტუღუში (თამაზ მაქაცარია 76), გიორგი ფანცულაია, მიხაილ გორელიშვილი (გიორგი ერისთავი 63)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ვიტ ჯორჯია (3-4-1-2): ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით საჯაია, გიორგი ვეკუა (ნიკოლოზ მაისურაძე 53), ნოდარ კიკნაველიძე, გიორგი ვასაძე, შოთა დავლაშელიძე (ცოტნე მოსიაშვილი 66), პაატა ღუდუშაური, ზურაბ ღირდალიძე (ზურაბ მუსელიანი 78)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული