გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
"დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა პოსტი დატოვა - ამის შესახებ გორული კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

"გორის "დილა" მადლობას უხდის გიორგი შაშიაშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში." - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

37 წლის სპეციალისტმა "დილა" გასული სეზონის შუაში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 18 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8-ში გაიმარჯვა, 5 ფრედ დასრულდა, 5-ჯერ კი დამარცხდა, საბოლოოდ ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

გიორგი შაშიაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

altუკრაინა, ბრაზილია, საფრანგეთი - ეროვნული ლიგის სამი საუკეთესო

ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი. ყველა თამაშს ერი და იგივე სტრატეგიით თამაშობდა გუნდი. ყრუ დაცვას. უშუალო კონკურენტებთან დათმო დუელი. არავითარი განწყობა გუნდში. პლიუსები არც იყო არაფერი
ლომი
17:25 18-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული