როგორც აჭარული კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება, "გაგრას" ორი მოთამაშე რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებენ.
"წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალები ზუსტდება." - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
რატი ცაცკრიალაშვილი ნახევარმცველია და მან ეროვნული ლიგა 2-ის გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება თორნიკე გაფრინდაშვილს, ის ამპლუით მცველია და 2018 წელს "გაგრას"
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და შემდეგ სეზონს ეროვნულ ლიგაში ჩაატარებს.