ქუთაისის "ტორპედომ" 36 წლის ნახევარმცველს, გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს.
დოლიძე "ტორპედოს" ღირსებას კიდევ ერთი წელი დაიცავს.
ის ქუთაისურ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი 30 მატჩში 7 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.