"ლევან ქურდაძემ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ქურდაძემ "ლოკოში" ორი სეზონის მანძილზე ითამაშა. 2017 წელს მან ეროვნული ლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2018 წელს კი "ლოკოს" მაისური 16-ჯერ მოირგო.
"ლოკომოტივი" მადლობას უხდის ლევანს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში." - ვკითხულობთ თბილისური კლუბის განცხადებაში.
ბათუმის "დინამომ" "გაგრას" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა