თბილისის "დინამოს" საიტმა 26 წლის ესპანელი ნახევარმცველის ფრანსისკო კარბია ბარერას, უბრალოდ ფრან კარბიას ტრანსფერი დაადასტურა.
მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ფრან კარბია "ხიმნასტიკის" აღზრდილია, გამოდიოდა "პობლა დე მაფუმეტში", 2013 წლიდან კი სეგუნდა დივიზიონის "რეუს დეპორტიუს" ღირსებას იცავდა.
როგორც შევიტყვეთ, "დინამოში" კიდევ რამდენიმე ლეგიონერის ჩარიცხვაა მოსალოდნელი.