ესპანელი მეკარე და კიდევ ერთი ფეხბურთელი კონკურენტი კლუბიდან - მოსალოდნელი ცვლილებები "დინამოში"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ცვლილებებს და ახალ ფეხბურთელებს ელოდებიან. ესპანეთიდან ფეხბურთელების ჩამოყვანაზე კი აქტიურად მუშაობს სამწვრთნელო შტაბის წევრი ჩისკო მუნიოსი.

თუმცა ჯერ წამსვლელებზე ვთქვათ. დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში კლუბს გიორგი ივანიშვილი და ლაშა ქოჩლაძე დატოვებენ.

როგორც ადრე უკვე დავწერეთ, "დინამოს" უცხოელი მეკარის მოყვანა სურს.

altხარაბაძე "ციურიხში", ესპანელი ლეგიონერები, ჩისკო - ვინ მიდის და მოდის "დინამოში"?

ამ დროისთვის ორი ვარიანტი განიხილება: ესპანური "ლუგოს" 25 წლის სათადარიგო მეკარე ალბერტო ვარო, რომელიც სხვადასხვა დროს "ბარსელონას" მეორე გუნდის და "ხიმნასტიკის" სათადარიგო მეკარე იყო. ამ ფეხბურთელის ღირებულება

"ტრანსფერმარკეტზე" 200 000 ევროა.

მეორე ვარიანტი ესპანეთის მესამე ლიგის ბინადარ "ბადალონას'' 25 წლის მეკარე ხოსე პერალესია, რომლის კარიერაც ძირითადად ესპანეთის მესამე ლიგაზე გადის და მისი ღირებულება 150 000 ევროა. ამათ, ალბათ, ისევ რომელიმე ქართველი ახლაგაზრდა მეკარის კარებში ჩაყენება ჯობია.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისელებმა ქუთაისიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გადაიბირეს. "ტორპედოს" ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე შესაძლოა "დინამოს" ფეხბურთელი გახდეს. როგორც ცნობილია, ის იმერელთა კლუბის წევრი აღარ არის. წინა წელს კუხიანიძემ ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.


altეროვნული ლიგა. II კვირის შემდეგ - 83 ცვლილება და კარუსელი

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნორმალური ფეხბურთელი ესპანეთიდან საქართველოში არ წამოვა სათამაშოდ თუნდაც მესამე ლიგიდან და აქ ტალახში არ ითამაშებს. ინფრასტრუქტურა და ზოგადად ცხოვრების დონეა საქართველოში ნული. ასე რო ეძებეთ აფრიკაში ნორმალური იგროკები და სამხრეთ ამერიკაში.
გოგა
14:26 18-01-2019
1
იმედია აქ კომენტარებს ფიფია და კლუბის მენეჯმენტიც ადევნებს თვალ-ყურს. რით ვერ გავიგეთ რომ ესპანელ, იტალიელ, გერმანელ და განვითარებული საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩვენ გამოსადეგ ფეხბურთელებს ვერ ჩამოვიყვანთ. რატომ არ მუშაობთ აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე?? ჯერ ერთი იქ სოციალურად ცხოვრების დაბალი დონეა, მეორე ძალიან ბევრი ფეხბურთელია და მესამე ევროპაში გადმოსვლა მათთვის პრიორიტეტია, შესაბამისად ჩვენი ფინანსებით შესაძლებელია ნორმალური ფეხბურთელების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენ გამოგვადგება როგორც შიდა ჩემპიონატში ისე ევროტურნირებზე. გარდა ამისა, კლუბი მომავალში შეძლებს ამ ფეხბურთელების უკეთეს ლიგებში გასხვისებას და ფინანსური მოგების ნახვას, ოღონდ თუ გავუფორმებთ არა ერთწლიან, არამედ 2-3 წლიაან კონტრაქტებს.
georgian
13:52 18-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული