- პირველ რიგში რა სიტუაციაა, აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს კლუბებთან და სად უნდა გელოდოთ უახლოეს მომავალში?
- ამ ეტაპზე ველოდები შემოთავაზებებს, ჯერჯერობით არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას.
- ტრადიციულად აქტიურია რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის სატრანსფერო ბაზარი. შეიძლება გიხილოთ აღმოსავლეთ ევროპაში?
- არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა დიდი ალბათობით პორტუგალიაში დავრჩები.
- გავრცელდა ინფორმაცია , რომ შესაძლებელია მომავალი ნახევარი წელი
- ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა როგორც ვთქვი დიდი ალბათობით პორტუგალიაში დავრჩები. თუ გადაწყდება რაიმე, მაშინ გაირკვევა კლუბი.
- რამ გამოიწვია "რიო ავესთან" კონტრაქტის გაწყვეტა, ეს კლუბის სურვილი იყო?
- დიდი ხანი გამიცდა ტრავმის შემდეგ და ჩემმა კონკურენტმა კარგი თამაშები ჩაატარა. რადგან 6 თვე მქონდა დარჩენილი, რთული იქნებოდა ჩემი ძირითადში დაბრუნება. თამაში მჭირდება აუცილებლად და ვეძებ ისეთ გუნდს სადაც ვითამაშებ.
- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ, მზად ხართ სრულფასოვნად სათამაშოდ ?
- არ ვარ კარგ ფორმაში, თუმცა ვფიქრობ რამდენი დღეში ვიქნები.
- ხანგრძლივი ტრავმა გქონდათ, რა იწვევს ასე ხშირად ქართველ ფეხბურთელებში ტრავმას?
- არ ვიცი, ალბათ რაღაცას ისე არ ან ვერ ვაკეთებთ როგორც სხვები.
აი ამუშვებულია მონათა ბაზარი და იქნებ ვინმემ გაიყიდოთ და ამას ქვია თავისუფლება და დამოუკიდებლობა????