19 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია თბილისის "დინამოდან" თბილისის "ლოკომოტივში გადავიდა. ამ ინფორმაციას "ლოკომოტივის" საიტი ავრცელებს.
"ლოკომოტივმა" ბულისკერიას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ის "დინამოს" აღზრდილია და გასულ სეზონში ეროვნული ლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
დემეტრე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრი და 21 წლამდე ნაკრების კანდიდატია.
ოფიციალურად: თბილისის "დინამომ" ესპნაელი მეკარე დაიმატა
ექსკლუზივი - დემეტრე ბულისკერიათი სერია A-ს კლუბი დაინტერესდა? ფეხბურთელის კომენტარი