თბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს - კლუბის საიტის ცნობით, 21 წლის ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი აბდელ მეჯუბი დაიმატეს.

"დედაქალაქელთა რიგებს 21 წლის მცველი აბდელ მეჯუბი შეუერთდა. ალჟირული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა ესპანურ "კასერენიოში" დაიწყო, შემდეგ "დონ ბენიტოში" გამოდიოდა, დასრულებული სეზონი კი "გრანადას" შემადგენლობაში ჩაატარა.

ორმაგი მოქალაქეობის მცველმა სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი "დინამოში" ერთწლიანი იჯარით გადმოვიდა", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩისკოს ხელი დაეტყო დინამოს. მშვენიერი ტრანსფერია
Georgian
00:40 24-01-2019
2
ევროტურნირი გამოაჩენს მაგის დონესაც და ხელსაც.
sdsadddd
03:38 24-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული