
თბილისის "დინამოს" საიტი გუნდში 25 წლის ნახევარმცველის გიორგი პაპავას დაბრუნებას გვამცნობს.
"დინამომ" პაპავას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
პაპავამ კარიერა 2011 წელს "დინამოში" დაიწყო და 4 სეზონში გუნდთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი და ერთხელ მოიგო სუპერთასი.
ის შემდეგ კვიპროსის "ნეა სალამისში", გორის "დილაში" და "რუსთავში" ასპარეზობდა.
პაპავამ სამჯერ დაიცვა საქართველოს ნაკრების ღირსება.