თბილისის "დინამოს" ტრანსფერები - ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ქომაგი მეტს იმსახურებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ჩისკოს დაბრუნებამ გარკვეული მოლოდინები შექმნა, რომ კლუბში ახალი სატრანსფერო პოლიტიკა დაიწყებოდა და ესპანელი მისი დონის თუ არა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატისთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს მოიყვანდა, აი, ისეთს, ჩვენი მენეჯერები რომ იტყვიან, ლეგიონერი ადგილობრივზე ორჯერ ძლიერი მაინც უნდა იყოსო.

თუმცა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ამ მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარი ზედმეტია ევროთასებზე, ამ ფეხბურთელების კვალიფიკაციაც საქართველოს ჩემპიონატში კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ წინა სეზონში "სამტრედიას" მოჰყავდა ლეგიონერები, რომლებსაც ერთ დროს წამყვან ჩემპიონატში ბურთი გაგორებული ჰქონდა, თბილისელთა ტრანსფერების შემდეგ ესეც სანატრელია.

ვიდეოს გაკეთება და
დამონტაჟება რთული არ არის, მით უმეტეს, სოციალურ ქსელში მისი ატვირთვა. ნებისმიერი ფეხბურთელის სიამიჯო ვიდეოში ამორჩეულია ისეთი კადრები, სადაც ის ნისტერლოიზეც უკეთესია და პუიოლზეც. თუმცა სტატისტიკა, ფეხბურთელის ისტორია, სატრანსფერო ფასი და ა.შ. სულ სხვა რაღაცას ამბობს.

არადა, საქართველოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გულშემატკივარი გაცილებით მეტს იმსახურებს, ასეთი ტრანსფერები კი "დინამოში" არაერთხელ გვინახავს, მაგრამ შედეგი არა...

ვინ დაიმატა "დინამომ":

ხოსე პერალესი - მეკარე - 150 000 ევრო
- ესპანეთის მესამე დივიზიონის, მესამე ჯგუფის მეთხუთმეტეადგილოსანი "ბადალონას" სათადარიგო მეკარე. 2018/2019 წლების სეზონში 6 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და გაუშვა 8 გოლი. 14 შემთხვევაში სათადარიგო იყო. მანამდე ორი წელი ტარაგონის "ხიმნასტიკის" სათადარიგო მეკარე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სულ 11-ჯერ იყო განაცხადში, ერთხელ შეცვლაზე შევიდა 65-ე წუთზე და გაუშვა ერთი გოლი; ერთხელაც ძირითადი იყო და ხიხონის "სპორტინგმა" ოთხი გოლი გაუტანა.

აბდელ ჯალილი - ცენტრალური მცველი - 50 000 ევრო
- 2018/2019 წლების სეზონში იყო "გრანადას" მეორე გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონის მეოთხე ჯგუფში მე-13 ადგილზეა. 21 წლის ფრანგი ორჯერ მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. ერთხელ გამოძახებული იყო ალჟირის 23-წლამდელთა ნაკრებში, თუმცა არც იქ ათამაშეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი უკიდურესობა, აბდელი ახალგაზრდა ფეხბურთელია და შეიძლება ჩვენს ჩემპიონატში ათამაშდეს, თუმცა მას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ისე წავა, როგორც გაუხარდება.

ანტონიო რაულ როხანო - ფორვარდი - 200 000 ევრო - 27 წლის არგენტინელი ამ ზამთარში გახდა თავისუფალი აგენტი, მანამდე ის ესპანეთის მესამე ლიგის პირველი ჯგუფის მე-17-ადგილოსან "ბურგოსში" იყო, რომელშიც ნახევარი წელი გაატარა. 5 შეხვედრაში იყო ძირითად შემადგენლობაში და 7 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა, გოლი არ გაუტანია. 2017/2018 წლების სეზონი მან შოტლანდიის ჩემპიონატში მყოფ "ჰამილტონში" გაატარა. 14 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო, 12 შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. სულ მის ანგარიშზე 3 გოლი იყო. მანამდე ის ბოლივიის ჩემპიონატში იყო, სადაც 15 გოლით გამოიჩინა თავი. კონტრაქტი ერთწლიანია.

ფრან კარბია - შემტევი ნახევარმცველი - 400 000 ევრო - დამატებული ფეხბურთელებიდან შედარებით უფრო საინტერესო ეს ტრანსფერია. 26 წლის ესპანელს, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ესპანეთის მეორე ლიგაშიც და მესამე ლიგაშიც აქვს ნათამაშები. ამჟამად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-20 ადგილზე მყოფ "როის დეპორტივოში". მან 2018/2019 წლების სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. მის წინა სეზონში 28 შეხვედრაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

P.S. როგორც ცნობილია, თბილისის "დინამოში" ჩრდილო კვიპროსის ჩემპიონატიდან ერთი ფორვარდი ჰყავთ სინჯებზე.

altთბილისის "დინამომ" ალჟირული წარმოშობის ფრანგი მცველი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ვინ ყიდის საქართველოდან ფეხბურთელებს..? სად თამაშობენ ყველაზე კარგ პირობებში? სად ხდება წვრთნა და მკურნალობა სათანადო? დინამოს გარდა სად შეიძლება ვიპოვოთ ბიჭები საქართველოს ნაკრებისთვის? ა რ ს ა დ !
სამწუხაროდ არსად. ლევან ხარაბაძე გაუშვეს ციურიხში, კვარაცხელია რუსეთში. ჩაკვეტაძე აქციეს ვარსკვლავად, და უაამრავი ბავშვის ბედ-იღბალი არის ძალიან საიმედო ხელში! რატო არ გიხარიათ ხალხო!??? რით ვერ დააღწიეთ კლიშეებს, დღეს სხვანაირად იმართება ფეხბურთი, დღეს უფრო ფართოა მსოფლიო:))
GO DINAMO !
24 იანვარი 2019 16:26
10
აქ რა თანხაცაა მითითებული, ეგ არის ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" და არ ნიშნავს რომ ამდენი გადაიხადა დინამომ, შეიძლება საერთოდ თეთრიც არაა გადახდილი და იჯარის წესით ან თავისუფალი აგენტის სტატუსით არიან მოსულები.
QT
24 იანვარი 2019 16:03
0
დინამოს წარმატებები, კარგი ტრანსფერებია! მთავარია შეთამაშდეს გუნდი შეკრებაზე და ჩისკოს დაბრუნებაც კარგია, იცნობს გუნდს და აქაურ პრობლემებსაც, ჩემპიონატი იმდენად ბანძია და ეს ქვეყანა იმდენად გაუმართავია ყველა მხრივ, რომ ესპანელების დათანხმება და გადმოყვანა ნიშნავს კარგ მუშაობას გუნდის მხრიდან. დამიჯერეთ ქართველები გარბიან აქედან და აქ ჩამოყბანილი ფეხბურთელისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია! მიხარია დინამოს აქტიურობა! ბრავო ბიჭებს
ჯაბა
24 იანვარი 2019 15:37
10
აქ დაწერილი (კრიტიკული) კომენტარების ავტორებს მინდა ვუთხრა: დინამო- არის ერთადერთი კლუბი საქართველოში ვინც ზრდის, ათამაშებს და ყიდის კარგად, ჩაკვეტაძეებს. დინამოს აკადემია არის ერთადერთი აკადემია, რომელიც აყალიბებს ფეხბურთელად ათამაშებს და უშვებს ბიჭებს კარგ კლუბებში, დინამო - არის ერთადერთი კლუბი, რომლითაც საზრდოობს ნაკრები! დინამო- არის ქართული ფეხბურთის ერთადერთი არტერია.... ვინმე ოდესმე თუ გაგახსენდებათ, რომ გინდა ფინანსური, გინდა ფიზიკური ამხელა რესურსის ჩამდებია ქართულ ფეხბურთში დაწერეთ, გისმენთ!
მიესალმეთ და ექომაგეთ ბიჭებს, ლეგიონერებს თუ ჩვენიანებს.. ან საკუთარ ვაი კლუბებს მიხედეთ, საიდანაც იბოღმებით“:))
journalist
24 იანვარი 2019 14:55
15
დინამო არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოში, რომელიც ბოლოს ევრო ტურნირზე 15 წლის წინათ იყო! დინამოთი საზრდოობს ნაკრები? ჯერ დინამო საზრდოობს რეგიონებით, და რეგიონიდან ტალახში და ყანაში ნათამაშები ბიჭები გამორბიან დინამოში ამოსასუნთქად! დინამოს ალმასებს უგზავნის რეგიონები და იმის მაგიერ კლუბმა დახვეწოს და კუნთი გაუმაგროს, ნახევარი სეზონიც არ ან ვერ ინარჩუნებს ბიჭებს, ყიდის თავისი ჯიბის ხეირზე და უმრავლესობა იხრჩობა ევროპული ფეხბურთის კონკურენციის მორევში!! აიი ეს არის ჩვენი დინამო!!
ბასკი
24 იანვარი 2019 15:25
1
ყოჩაღ გალაქტიონ, თუ ასე გააგეძელე საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი გახდები. ძალიან მინდა გავიგო რას ფიქრობენ დინამოს ფანკლუბში
Lagashi
24 იანვარი 2019 14:44
1
ტრანსფერზე ვიდრე ფიფია არ დადგება დინამოს მანამ ალბათ არაფერი ეშველება! ჩისკოს ინტერესებია ეს ფეხბურთელები ესპანეთიდან, თითოეულ ტრანსფერში ფულს იღებს ალბათ, დინამო კიდე ფარჩაკდება თანდათან და უფრო და უფრო ბევრი წელი აშორებს ამ დინამოს ტიტულოვან დინამოსთან! მაგრამ ფიფია და თავისი პატარა ფიფიები დინამოს ფორთხვაშიც კარგ მაყუთს აკეთებენ, დანარჩენი არ ანაღვლებთ!
თუ ვინმეს რამე შეუძლია დაეხმარეთ დინამოს და ჩვენც რაც შეგვეძლება გვედში დაგიდგებით...
P.S მარა სტადიონზე მაინც მტრები ვართ:))
ჩვენ ვართ ტორპედო!..
24 იანვარი 2019 14:44
1
აი ასეთ სტატიებს უნდა წერდეს ნამდვილი ჟურნალისტი, რომელსაც გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე. საჭიროა სიმართლე დროზე და ხმამაღლა ითქვას, ნუ ვიტყუებთ თავს.
Lado
24 იანვარი 2019 14:15
1
კომენტარებში წარმოთქმულ მოსაზრებებს 100%-ით ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ ესპანეთის მესამე ლიგაც კი გაცილებით მაღალი დონეა ვიდრე ჩვენი ჩემპიონატი.. მგონია გაამართლებენ ეს ფეხბურთელები...
აკო
24 იანვარი 2019 14:12
5
სრულად ვეთანხმები აბვგდ-ს!ჩვენი ბრალია ყველაფერი მეტის ღირსიც ვართ.რა არის ეს რას გავს.ამათ ყიდვას საერთოდ ნუ იყიდი ნურავის და ბოლო-ბოლო აკადემიიდან დააწინაურე ვინმე.გასაგებია არ უნდა ამ კაცს რომ კონკურენტ უნარიანი გუნდი ყავდეს მაგრამ ჩრ.კვიპროსის ჩემპიონატიდან...ეს უკვე დაცინვა.მე ამერიკაში ვცხოვრობ და შაბათობით ბურთს ვაგორებთ საახლობლო,ორი მექსიკელი ბიჭია,მშვენივრად თამაშობენ და ხომ არ წაიყვანდით ბ-ნო რომან?ჩემთან დაკავშირება არაა ძნელი.სირცხვილია რა უქნეს დინამოს.სადაა ფან-კლუბი აუუუუუ
კახა ქირია
24 იანვარი 2019 14:05
0
გასაგებია რომ ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა სავალალო დღეშია, მარტო ის რად ღირს ეროვნული ჩემპიონატის თამაშების უმრავლესობა რომ ერთი და იგივე გადახნულ მოედანზე იმართება (ზოგ კლუბს ის გადახნული კარტოფილის ბოსტანიც სანატრელი აქვს), ისიც გასაგებია რომ ამბიციური და პერსპექტიული ფეხბურთელი აქ ჩამოსვლას არ ისურვებს, პირიქით ჩვენები გარბიან ჭ გუნდებში სათამაშოდ ოღონდ აქაურობას მოცილდნენ, მაგრამ ეს უაზროდ გადაყრილი თანხები რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს კრიტიკას ვერ უძლებს. ან თუნდაც ერთი ნორმალური ფეხბურთელი ეყიდათ მთელი ამ ფულით. მეორეს მხრივ "დინამოს" გულშემატკივარი უკმაყოფილოა, მაგრამ რეალურად არავინ იცის ჩვენ უბრალო ხალხს რისი შეცვლა შეგვიძლია, მიტინგი მოვაწყოთ? ვუჩივლოთ? გზა გადავუკეტოთ? რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვას ვინმემ და დავძრათ ყინული. ფიფიამ უნდა იცოდეს რომ უფლებებს უკან დიდი პასუხისმგებლობაც მოყვება, კლუბი "დინამო" ხალხისაა და არა ვიღაცის კერძო ავტოფარეხი.
ირაკლი
24 იანვარი 2019 13:44
0

სიახლეები პოპულარული