"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა

AutoSharing Option
"საბურთალოს" აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი თევზაძე სლოვაკური "ჟილინადან" მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა - იტყობინება თბილისური კლუბის გვერდი.

ამპლუით მარცხენა მცველი თბილისელებს თურქულ შეკრებაზე დღეს დილით შეუერთდა.

გიორგი თევზაძე სლოვაკურ კლუბში გასულ ზაფხულს, თბილისის "დინამოდან" გადავიდა, თუმცა მთელი სეზონი "ჟილინას" მეორე გუნდში, რანგით მეორე დივიზიონში გაატარა.

"ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ "საბურთალოში" დაბრუნებით. დავბრუნდი ჩემს კლუბში, იქ, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. "საბურთალო" ჩემთვის დიდი ოჯახია, რომლისგანაც ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. ვესაუბრე გიორგი ჭიაბრიშვილს, კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემი ეიმედებათ და ნდობის გამართლებას ვეცდები.

"საბურთალო"
საქართველოს ღირსეული ჩემპიონია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ტიტული შევინარჩუნოთ. ასევე, ევროტურნირებზე ღირსეულად უნდა ვითამაშოთ და ვასახელოთ საქართველო. რთული იქნება ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში". - განაცხადა გიორგი თევზაძემ.

22 წლის მცველს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

alt"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა

altექს-სამტრედიელი ანტე გი კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასე თუ გინდოდა საბურთალოში რაღას მიდიოდი მაედან? ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და არ უდა გიხაროდეს. მეტი მუშაობაა საჭირო რომ ევროპულ კლუბში თავის დამკვიდება შეძლო. გაითვალისწინე და წარმატებები.
Irakli
16:32 25-01-2019
5
ჯგუფური ეტაპი კი არა, ნეტავი 1 წრე მაინც გაიაროთ.)))
12

სიახლეები პოპულარული