"ტორპედო" ჰლინკას პასუხობს: მას თავისი პრობლემები აქვს, ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკი ფეხბურთელის მარეკ ჰლინკას ბრალდებებს პასუხობს.

სლოვაკური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ ბრალდებებს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი პასუხობს.

მამუკა მოსიაშვილის თქმით, სლოვაკმა ფეხბურთელმა, მიუხედავად მისი ამბიციებისა, კონკურენციას ვერ გაუძლო და გუნდიდან განაწყენებული წავიდა.
"მარეკ ჰლინკა სათადარიგო მოთამაშე იყო. მან ვერ დააკმაყოფილა მთავარი მწვრეთნელის მოთხოვნები, ამის გამო, გუნდმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ განცხადებას, მისი ქუთაისში ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გუნდში სამწვრთნელო პროცესი მიმდინარეობს, წავიდა მარეკ ჰლინკა და მოვიდა
5 ახალი ფეხბურთელი. ჰლინკამ ვერ დაიმკვიდრა ადგილი, მიუხედავად მისი ამბიციებისა და მაღალი ანაზღაურების მოთხოვნისა, ეს იყო მისი განაწყენების მიზეზი.

მე არ მინდა ჰლინკას გამოვყვე მის კომენტარებში, ანალოგიურად წავიდა სხვა ფეხბურთელიც, მაგრამ ის წავიდა დელიკატურად. ჰლინკას თავისი პრობლემები აქვს, ვერ მიიღო ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი, რადგან ვერ გაუძლო კონკურენციას. მარეკ ჰლინკას, როგორც ერთ-ერთი განაწყენებული ფეხბურთლის განცხადებაზე, მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა მამუკა მოსიაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ფეხბურთელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკითხი მის აგენტთან გაირკვევა, რაც შეეხება ჰლინკას განცხადებას, გუნდიდან ჩინელების წასვლის შესახებ, მოსიაშვილმა არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰლინკამ "ტორპედოში" არსებულ პრობლემაზე ისაუბრა, მისი თქმით "ტორპედოს" სასადილოსა და საუნაში შესვლა საშიში იყო, სასტუმროში კი თაგვები დარბოდნენ.

მარეკ ჰლინკამ კლუბი მიმდინარე წელს დატოვა.

altდაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები - "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერი საქართველოში ყოფნის პერიოდს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერესერთი რატო უნდა ამყოფო ფეხბურთელი ისეთ ბაზაზე სადაც რემონტია, მეორე ამდენ ლაპარაკს არ ჯობია მიიწვიოთ ჟურნალისტები და აჩვენოთ თუ როგორი სიტუაციაა ტორპედოში როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით ასევე აუხსნათ გულშემატკივრებს რატო გაუშვით ნახევარი გუნდი, ინვესტორებთან დაკავშირებით რა ხდება მემგონი ამის თქმა არ უნდა გჭირდებოდეთ ელემენტარულია პატივისცება გულშემატკივრებისთვის....

ეს ქართული გინდების ხელმძღვანელები სულ გაიძახიან ისეთი ქვეყნების მაგალითზე უნდა განვითარდეთ როგორებიც არიან ჰოლანდია, ბელგია, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ მაგრამ იმას ვერ ხედავენ ან არ ხედავენ რომ იქ არ იქმნება 1 წლიანი გუნდები?? ან ფეხბურთელეს რომელიც 6 თვეში თავს გამოიჩენს პპირველივე მსურველს არ შეტენო კაპიკებში? მითუმეტეს პატარა ბიჭი? შენ თუ არ გაზარდე და ჩამოაყალიბე ნამდვილ ფეხბურთელად დამიჯერე არავინ არ გაგიზრდის ))))
Misha
11:39 29-01-2019
0
შეჭამა ჩაჩავამ და მისმა ბანდამ ტორპედო! არა ხელფასები, არა ბონუსები, სტადიონი მიუხედავი, ჩინელი ინვესტორები გააქცია! მოაშორეთ ეს უცოდინარი ქართულ ფეხბურთს! არ მიკვირს კუხე და კუტალია დინამოში რომ წავიდნენ, გამოუჩნდათ და წავიდნენ! ორი წელი დაუფასებლად თამაშობენ ბიჭები, ჯანმრთელობას არ ზოგავენ და ტიტულებს იგებენ, მაგრამ რა?!
ჩვენ ვართ ტორპედო!..
15:16 28-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული