26 წლის ესპანელი მცველი ვიქტორ მონხილი თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ "დინამო" თავისი საიტით იუწყება.
მონხილმა საფეხბურთო კარიერა "ვალიადოლიდის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან მადრიდის "ატლეტიკოს" მეორე გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ "ალკოიანოს", "მერიდას" და "პონტევედრას" ღირსებას იცავდა.
ბოლო სეზონი ვიქტორმა "ლევანტეს" დუბლებში გაატარა.
მას "დინამომ" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
6 იო კაცო 6 იო))