ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ისევ "ტორპედოში" იასპარეზებს.
ოსტრავას "ბანიკთან" ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ოლეკსანდრ აზაცკის "ტორპედოში" დაბრუნება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი ვებგვერდით გვაუწყებს.
უკრაინელი ფეხბურთელი "ტორპედოში" ერთწლიანი იჯარით დაბრუნდა.
ის გუნდს 9 თებერვალს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.