"აუცილებლად ვისწავლი ქართულ ენას" - "ტორპედოს" რუსეთში დაბადებული ქართველი ახალწვეული

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, 19 წლის მარცხენა მცველი ვახტანგ ნებიერიძე შეუერთდა.

ახალგაზრდა მოთამაშემ კლუბის Facebook-გვერდთან "ტორპედოზე", თურქულ შეკრებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.

"დეკემბერში გავიგე, რომ შანსი მქონდა, სინჯებზე ისეთ დიდ გუნდში მივსულიყავი, როგორიც "ტორპედოა" და მთელი ეს დრო ვემზადებოდი სინჯებისთვის. დიდ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას ვუთმობდი. ფიზიკურად თავიდან ძალიან გამიჭირდა.

გუნდში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები არიან, მაგრამ პირველი ვარჯიშების სირთულეები მაინც დავძლიე. შემდეგ კი ბევრად გამიმარტივდა. არ ვიცი, ეს სიტყვებით როგორ გადმოვცე. ძალიან მიხარია ამ გუნდის წევრობა, რადგან ასეთ კლუბში
პროგრესირება და უკეთესად გახდომა შესაძლებელია. ვიყავით შეკრებაზე, სადაც 6 კარგ გუნდს ვეთამაშეთ.

გუნდში ჩემსავით რამდენიმე ახალწვეულია და შეკრებაზე ერთმანეთთან ურთიერთობა დავამყარეთ. ვფიქრობ, რომ კარგი და ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა და კარგი სეზონი გვექნება. მთელი ჩემი ბავშვობა საქართველოში მაქვს გატარებული. ყოველ ახალ წელს და ზაფხულის არდადეგებს საქართველოში ვატარებდი. ზღვაზე ან კუნძულზე დასვენებას საქართველოში ოჯახთან ყოფნა მერჩივნა.

აქ ბევრი ნაცნობი მყავს, როგორც ქუთაისში, ისე სხვა ქალაქებში. ამიტომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აუცილებლად ვისწავლი ენას და შემდეგ ინტერვიუს ქართულად მოგცემთ." - განაცხადა ვახტანგ ნებიერიძემ.

altრუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი - "ტორპედოს" კიდევ ერთი ახალწვეული

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ცოტა უცნაურია რუსეთის ლიგიდან გადმოსულს აქ ფიზიკური დატვირთვები გაუჭირდეს წარმატებას გისურვებ
ალეკსანდრე
14:48 21-02-2019
0
warmatebebi...
romandro
14:02 21-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული