ეროვნული ლიგა. I ტური: ჩემპიონმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" 1:0 მოუგო.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ბათუმის "დინამომ" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს ჩემპიონს, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრის დასასრულს დაისაჯა კიდეც - გოლი შეცვლაზე შესულმა ახალწვეულმა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა როლოვიჩმა გაიტანა.

თბილისი. მიხეილ მესხი
საბურთალო - დინამო (ბათუმი) 1:0
გოლი: როლოვიჩი (80)

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ), გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი თევზაძე (ნიკოლოზ მალი 64), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 73), ბექა გვარაძე, გიორგი დიასამაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გურამ
გოშთელიანი (ოგნიენ როლოვიჩი 57)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ილურიძე 61), ვალერიან თევდორაძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 74), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (რომან ჭანტურია 85) , ნიკოლოზ საბანაძე

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა რა სირცხვილია, ათი კაცი რო ქომაგობს ჩემპიონს მილიონ ნახევრიანი ქალაქიდან!
ბასკი
12:58 02-03-2019
0
საბურთალოზე მეტი გულშემატკივარი ბათუმს ყავდა თბილისში ეგაა ქართული ფეხბურთის რეალობა სირცხვილია ჩემპიონი გუნდის თამაშზე 100 კაციც არ იყო
irakli
08:21 02-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული