ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონის განახლებაზე ნახევარ მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი ორი საშინაო მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართა. გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ახლა არენა კარგა ხნით დაიხურება და მისი განახლება დაიწყება.

ქუთაისის მერიამ 2017 წელს "ტორპედო" აუქციონზე 300 ათას ლარად გაყიდა, სტადიონი კი მის საკუთრებაში დარჩა. შესაბამისად, არენის მოვლა-შენახვის ხარჯებს დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფარავს. სამუშაოების განხორციელებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. "რამაზ შენგელიას" განახლებისთვის 500 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება...

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ბოლოს რემონტი 2010 წელს, კლუბის მაშინდელმა მეპატრონე "ვისოლ ჯგუფმა" ჩაუტარა. დამონტაჟდა 14
700 მაყურებელზე გათვლილი ინდივიდუალური სკამი, ახალი ტაბლო და განათების სისტემა, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა, ხოლო ადმინისტრაციული შენობა ხელახლა ააშენეს.

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებს რომ შეესაბამებოდეს, ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებს. რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ეს სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვაძემ თქვა.

ცნობილი გახდა, რომ იგეგმება მოედნის საფარის შეცვლა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ტრიბუნებზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები, ცენტრალურ შემოსასვლელთან კი მოეწყობა ადგილი 150 ავტომანქანის პარკინგისთვის. გადაიხურება მსაჯთა და ფეხბურთელთა მოედანზე გასასვლელი.

ამას გარდა, იგეგმება ტრიბუნებზე ასასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია, VIP და პრესლოჟის, 30 ჟურნალისტსა და 20 ფოტოგრაფზე გათვლილი სივრცის, ასევე საკომენტატორო და საპრესკონფერენციო ოთახების განახლება, სტუმრებისთვის ახალი VIP-სივრცისა და "ტორპედოს" ისტორიის საგამოფენო ადგილის მოწყობა.

მოწესრიგდება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა ოთახები და სამედიცინო კაბინეტები. ცალკე სამედიცინო ოთახი მოეწყობა სტუმარი გუნდისთვის. სარბენ ბილიკზე კაუჩუკის ზედაპირი ხელოვნური საფარით შეიცვლება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნახევარ მილიონ ლარად მე-4 კატეგორიის სტანდარტის არენას ვერ მივიღებთ!!! ეს ბლეფია!!! ბათუმში 100 მილიონი იხარჯება ოფიციალურად, სინამდვილეში კი ალბათ 200 მილიონი და ქუთაისმა რა დააშავა? არ გვაქვს იმდენი დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე, რომ ერთი ნორმალური სტადიონი გვქონდეს???!!!
გიორგი
13 მარტი 2019 22:57
1
ბათუმში ახალი შენდება ცარიელ ადგილზე. აქ კიდევ აშენებულ, გამზადებულს გადაღებავენ.
siafand
14 მარტი 2019 11:33
0
გოგი წულაიასი არ იყოს, მაგენმა დროშა ვერ დაკიდენ და ახალ სტადიონს ააშენებენ?!
ლუკა
14 მარტი 2019 03:21
1
ჩემი აზრით ეგ ტრიბუნები საერთოდ უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს, რა თქმა უნდა სარბენი ბილიკის გარეშე და გადახურული. ტყუილად იყრება ამდენი ფული ეხლა.
giorgi
13 მარტი 2019 22:26
0
კარგია
araza-1918
13 მარტი 2019 21:27
2
ნახევარი შეიჭმევა)
Vako
13 მარტი 2019 21:02
2
ქუთაისი მეორე ქალაქად ითვლება საქართველოში და სათანადო სტადიონიც უნდა ქონდეს.წარმატებები.ი
კახა ქირია
13 მარტი 2019 20:06
2
ქუთაისი და ქუთასელი გულშემატკივრები ნამდვილად იმსახურებენ კარგ სტადიონს თუნდაც უმაღლესი სტანდარტებს რომ აკმაყოფილებდეს რომელ გუნდს ყავს ტორპედოსნაირი ერთგული და მრავალრიიცხოვანი გულშემატკივარი ეროვნულ ლიგაში, არც არავის
ტოტტი
13 მარტი 2019 18:01
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული