ფოტო: Fcsaburtalo.ge
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "საბურთალოს" ფეხბურთელი ელვინ ლუჰეინ ტერა კენიის ოლიმპიურ (23-წლამდელთა) ნაკრებში გამოიძახეს.
კენია 20 მარტს სუდანის 23-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს შეხვედრას.
ელვინ ტერამ აღნიშნულ ნაკრებში ბოლოს 2018 წლის 18 ნოემბერს, მავრიტანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში კენიელმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.