ეროვნული ლიგა. V ტური: "ჩიხურამ" "სიონი" სენსაციურად 5:0 გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ჩიხურამ" "სიონი" 5:0 დაამარცხა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონატი "ჩიხურა" - "სიონის" მატჩით განახლდა და მეტად მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. აქამდე მერვე ადგილზე მყოფმა "ჩიხურამ" მეორეადგილოსანი "სიონი" 5:0 გაანადგურა.

პირველივე ტაიმში სოსო ფრუიძის შეგირდები 4:0 დაწინაურდნენ და შეხვედრის ბედი შესვენებამდე გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა და საჩხერელებმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - სიონი 5:0
გოლები: 1:0 ბიძინა მახარობლიძე (7), 2:0 ირაკლი ლექვთაძე (31), 3:0 ვილი ისიანი (34, საკ. კარში), 4:0 მიშიკო სარდალიშვილი
(37, პენ), 5:0 მიშიკო სარდალიშვილი (71)

ჩიხურა (4-1-2-3): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი (რევაზ ჩიტეიშვილი 72), გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (დავით მეგრელიშვილი 77), შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, ირაკლი ლექვთაძე (ირაკლი კამლაძე 77), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე (დავით თარგამაძე 65), ზვიად სიხარულია (დავით რაჟამაშვილი 63), თამაზ მაქაცარია (ჯაბა უგულავა 69), ვილი ისიანი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა გრცხვენიათ რა ხარისხის ვიდეოებს დებთ საქართველოს ჩემპიონატიდან?
emigranti
03:17 31-03-2019
0
ტოტალიზატორ!
ვახო
22:29 30-03-2019
0

სიახლეები პოპულარული