ეროვნული ლიგა. VI ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "ლოკომოტივს" 1:0 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "ლოკომოტივს" 1:0 მოუგო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ორ საკამათო ეპიზოდში მსაჯმა კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და მასპინძელთა კარში პენალტი არ დანიშნა.

თუმცა, შესვენების შემდეგ "ვეტერინარებმა" მაინც გაიტანეს გოლი - კიკნაველიძე ფლანგზე გაიჭრა, პასი გააკეთა, კურდღელაშვილის დარტყმული ბურთი ძელს მოხდა, დამატებაზე კი ყველას კაკაშვილმა დაასწრო. ცოტა ხანში სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ღუდუშაურმა ბურთი ძელს გაარტყა.

დარჩენილ დროში
მასპინძლები უხიფათოდ უტევდნენ და ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ვიტ ჯორჯია 0:1
გოლი: კახაბერ კაკაშვილი (58)

ლოკომოტივი (3-5-2): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე (ოთარ კობახიძე 75), დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (ლაშა ოზბეთელაშვილი 83), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (რატი არდაზიშვილი 65), თორნიკე ძებნიაური, დავით ჯიქია, ირაკლი სიხარულიძე
მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

ვიტ ჯორჯია (3-5-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ნოდარ კიკნაველიძე, რევაზ ჩიტიშვილი, დავით საჯაია, ცოტნე მოსიაშვილი (გიორგი ვასაძე 46), ვანო კურდღელაშვილი (ზურაბ მუსელიანი 61), ნიკოლოზ მაისურაძე (გიორგი ლაცაბიძე 67), კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური
მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

მკითხველის კომენტარები / 1 /
სასტიკად დაბალი დონე არც ერტ გუნდს მტელი მატჰის განმავლობასჰი კარსჰი არ დაურტყამს სასჰინელება რა ამ ვაი მცვრტნელებს კიდევ ხელფასებს უხდის ფედერაცია.მესამე ლიგის მატჰი არვიცი რა დავარქვა.
bajo
10:14 03-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული