2 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის "დინამოსა" და "ჩიხურას" მატჩი 0:0 დასრულდა.
ბათუმში გადაუღებლად წვიმდა, ამიტომ ტრიბუნები ვერ გაივსო და მინდვრის მძიმე საფარის გამო თამაშიც ჭირდა. მოედანზე გუბეები იდგა და ფეხბურთელებს თამაშში ხელი ეშლებოდათ.
მასპინძლები ბევრს უტევდნენ, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლოს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ფრეს დასჯერდნენ.
"დინამო" 10 ქულით მე-2 ადგილზეა, გამარჯვების შემთხვევაში კი ლიდერ "საბურთალოს" დაეწეოდა.
ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ჩიხურა 0:0
დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (თორნიკე გაფრინდაშვილი 78), ვალერიან თევდორაძე (კ) (რომან ჭანტურია 58), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე, გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ჯოვინო ფლამარიონი 87)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა (4-1-2-3): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ) (რევაზ ჩიტეიშვილი 23), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, ირაკლი ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (ირაკლი კამლაძე 64), ბესო დეკანოიძე (დავით მეგრელიშვილი 84)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე