ეროვნული ლიგა. VI ტური: "რუსთავი" და "სიონი" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "რუსთავისა" და "სიონის" მატჩი 1:1 დასრულდა.

დებიუტში ნარიმანიძის შეცდომით უგულავამ ისარგებლა და "სიონი" დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს და აქტიურმა ჩოგაძემ საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, მეკარე ზარქუას ბურთის აღებდა მართებდა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბოლოს "რუსთავმა" სახიფათო იერიშები მიიტანა, მაგრამ ზარქუამ კიტეიშვილსა და ჩოგაძეს არ დაანება გოლის გატანა და ფრე - 1:1.

რუსთავი. ტექნიკური ცენტრი.
რუსთავი - სიონი 1:1
გოლები: 0:1 ჯაბა უგულავა (6), 1:1 თემურ ჩოგაძე (39)

რუსთავი (4-3-3): გიორგი მამარდაშვილი, სოსლან
ტაკულოვი, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ), თემურ ჩოგაძე, ლაშა ქოჩლაძე (პაატა კიტეიშვილი 89), ფახრად გისტაროვი, ზაზა ციცქიშვილი (ლუკა იმნაძე 66), ნიკოლაი ყიფიანი (ცოტნე კაპანაძე 83)
მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

სიონი (4-3-3): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, ზვიად სიხარულია (დავით რაჟამაშვილი 56), დავით თარგამაძე (ვილი ისიანი 63), ჯაბა უგულავა (თამაზ მაქაცარია 84)
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული