გია ჭიაბრიშვილი: ბოლნისში თამაში ყოველთვის რთული იყო, ასე მოხდა ამჯერადაც

AutoSharing Option
20 აპრილს ბოლნისის "სიონისა" და "საბურთალოს" მატჩის დასრულების შემდეგ (2:3), მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეხვედრა შეაფასა:

"ბოლნისში თამაში ყოველთვის რთული იყო, ასე მოხდა ამჯერადაც. მეტოქე კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე ხელმძღვანელობს. მატჩი დაძაბული გამოდგა. რამდენჯერმე ყურადღება მოვადუნეთ, რის შემდეგაც საკუთარ კარში გოლი მივიღეთ. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. სასიხარულოა, რომ სამი ქულის აღება შევძელით. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის მადლობას გადავუხდი", - განაცხადა მატჩის შემდეგ გია ჭიაბრიშვილმა.

ამ გამარჯვებით "საბურთალომ" ეროვნული ლიგის პირველი წრის ჩემპიონობა გაინაღდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული